ყოველ წელს კომპანია Apple საკუთარ მომხმარებლებს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. ისინი იძულებულები არიან გადაწყვიტონ, გაცვალონ თუ არა თავისი მოწყობილობა თანამედროვე გაჯეტში. ყველაზე ხშირად ასეთი კითხვები შემოდგომის დასაწყისში ისმება, როდესაც ამერიკული კორპორაცია ახალი თაობის სმარტფონს უშვებს.
iPhone 6s-სა და 6s plus-ს ბევრი უპირატესობა აქვს. წინა თაობის სმარტფონების უპირატესობებთან ერთად, მათ შეძენილი სიახლეებიც აქვთ. მაგალითად, უკანასკნელი სმარტფონების კორპუსი ალუმინისგან არის დამზადებული, რაც ყველაზე მდგრადია ბრენდის დანარჩენ ნაწარმს შორის. ასევე უფრო გამძლე გახდა მოწყობილობის მინაც.
რაც შეეხება კამერას, არსებობს იმის განცდა, რომ ახალ სმარტფონმებს არა გაუმჯობესებული, არამედ სრულიად სხვა კამერა აქვს. 12 მეგაპიქსელის საშუალებით შესაძლებელია არამარტო მაღალი ხარისხის ფოტოების გადაღება, არამედ 4К გარჩევადობის ვიდეოს გადაღებაც.
კიდევ ერთი სიახლე Apple-გან – ეს არის Live Photos ფუნქცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია „ცოცოხალი“ ფოტოების გადაღება, როგორებიც ჩვენ „პოტერიანაში“ გვიანახავს.
საერთო ჯამში, iPhone 6s უფრო სწრაფად მუშაობს, ეს ყველაფერი კი პროცესორ A9-ის დახმარებით, რამაც მოწყობილობის მუშაობა 70%-ით ააჩქარა.