LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა გაფორმდეს ეროვნული თანხმობის დოკუმენტი, ჩვენ გვჭირდება დიალოგი და გაერთიანება: რა შესთავაზა მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციას შარლ მიშელთან შეხვედრის დროს

77
FORTUNA.GE- (2)

“უნდა მოხდეს ეროვნული თანხმობის დოკუმენტის გაფორმება. ჩვენ გვჭირდება დიალოგი, გაერთიანება ჩვენი ქვეყნის გარშემო და მე მგონი, ყურად იღეს, რომ საბოლოოდ, როდესაც დამთავრდება ყველა ეს საკითხი, რომელიც დღესდღეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორისაა წარმოშობილი, დასრულდეს ეროვნული თანხმობის დოკუმენტზე ხელმოწერით.” – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც მოგვიანებით ხაზარაძემ განაცხადა, მათ შესთავაზეს, რომ პროცესი მედიაციიდან კონკრეტულ მოდერატორობაში გადავიდეს, რათა უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდეს დიალოგიც:

“საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო. ჩვენ ავუხსენით შექმნილი სიტუაცია, თვითონაც ინფორმირებული იყო. მადლობა გადავუხადეთ იმ მხარდაჭერისთვის, რასაც თვითონ და ევროკავშირი საქართველოს უწევს. ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი მედიაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მოდერატორობაში და დიალოგიც უფრო აქტიურ ფაზაში უნდა გადავიდეს.

აქვე დავაფიქსირეთ, რომ ოპოზიციას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე. მე კონკრეტულად ხაზი გავუსვი, რომ ქვეყანა ეკონომიკურ, პოლიტიკურ, პანდემიურ კრიზისშია, ქვეყანა არის გაყოფილი ორად, საზოგადოება დაპირისპირებულია, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები და რიგგარეშე არჩევნების სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზეთ. ეს შეიძლება გადიოდეს პლებისციტის ფორმაზე, პირდაპირ დანიშვნაზე.

რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა, რომ პოლიტიკური დევნა ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. იმედი მაქვს, რომ ეს ყურადღებული იქნება და სერიოზულ მედიატორულ ჯგუფს მივიღებთ ამ პროცესში.” – განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ხვდება როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

შარლ მიშელისგან ოპოზიციამ მიიღო დაპირება, რომ ევროკავშირი აქტიურად იქნება ჩართული კრიზისის დაძლევაში: სალომე სამადაშვილი

პოპულალურები