LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა შეასრულოთ შეთანხმება და იპოვოთ პლატფორმა ევროატლანტიკურ პერსპექტივასთან დასაახლოვებლად: ანა ფოტიგა

55
ანა ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს Twitter-ზე ეხმიანება და იმედს გამოთქვამს, რომ პოლიტიკური მხარეები შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებს შეასრულებენ.

ანა ფოტიგა დადებითად აფასებს ევროკავშირისა და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადადგმულ ნაბიჯებს გიორგი რურუასთან და ნიკა მელიასთან დაკავშირებით.

„მჯერა საქართველოსი. ქართველებს აქვს ისტორიული გამოცდილება, რომ გააცნობიერონ დღევანდელი გამოწვევები. თქვენ უნდა შეასრულოთ შეთანხმება და იპოვოთ საერთო პლატფორმა, რათა ევროატლანტიკური პერსპექტივა დააახლოოთ. შევაქებ ევროკავშირს, ასევე პრეზიდენტ ზურაბიშვილს მათ მიერ რურუასთან და მელიასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯის გამო“, – წერს ანა ფოტიგა.

magti 5g