LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა შევიკრიბოთ ჟენევაში ან ვიომოთ – გრიგორი კარასინი

253
karasini

ან ჟენევა, ან ომი – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სხვა ფორმატი არ არსებობს. “უნდა შევიკრიბოთ ჟენევაში, ან ვიომოთ, ამას უხეშად ვამბობ, – აცხადებს გრიგორი კარასინი.

მისი თქმით, ჟენევის დისკუსიები – სამხრეთ კავკასიაში ნევროზულობის და ნეგატივის დაგროვების საწინააღმდეგოდ კარგი საშუალებაა.   

შეშფოთებით ვადევნებთ თვალს თბილისში მიმდინარე მოვლენებს - გრიგორი კარასინი

მათი აგრესიული ქმედებების გამო, ასამბლეის 25 ქვეყნის წევრი პარლამენტარები იძულებულები გახდნენ, დროზე ადრე შეეწყვიტათ სამუშაო.

შეგახსენებთ, ჟენევაში მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი გაიმართა, სადაც ქართულმა მხარემ რუსეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვებსა და აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებულ რთულ ვითარებაზე ისაუბრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, არსებულ მწვავე სიტუაციაში მოხდეს ვითარების დეესკალაცია. საქართველოს წარმომადგენლებმა ჟენევის ფორმატში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო მილიტარიზაციისა და სამხედრო წვრთნების გააქტიურების საკითხიც დასვეს.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2019 წლის 8-9 ოქტომბერს გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები