LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უნდა ვიცოდეთ ვინ არის ჩვენი ოჯახის ექიმი და ვიცოდეთ მისი ტელეფონის ნომერი” – ამირან გამყრელიძის ახალი სლოგანი

232
94889432-3198102283542749-7194001759021301760-o

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 1 759 ადამიანი დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში  აქტიური ქეისი არის 14 421. აქედან 13 045 სიმპტომიანი პაციენტებია. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის 131 სამედიცინო პერსონალია. გამყრელიძე განმარტავს, რომ პაციენტების 25%-მდე მართვა შესაძლებელია სტაციონარში, ხოლო დანარჩენი ინფიცირებულების, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში უსიმპტომოები არიან, მართვა მოხდება ბინაზე ან სხვადასხვა კოვიდ სასტუმროში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე ახალი სლოგანი გაახმოვანა და მოუწოდა მოქალაქეებს ოჯახის ექიმის კონტაქტების ციდნისკენ.

“ჩვენი მიზანია, რომ სტაციონალური მკურნალობა 15-დან 25%-მდე იყოს, ხოლო დანარჩენები უნდა იმართონ ამბულატორიულ პირობებში ან ბინაზე ან კოვიდსასტუმროში. შემთხვევების დიდი ნაწილი უსიმპტომოა. მინდა ერთი სლოგანით მოუწოდო მოსახლეობას. დღეს თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს თავისის ოჯახის ექიმი და იცოდეს მისი ტელეფონის ნომერი, რომ არ ვეძიოთ სად წავიდეთ და სად ჩავიტაროთ ტესტი. ეს იქნება ჩემი მთავარი სლოგანი. იცით თქვენ ვინ არის თქვენი ოჯახის ექიმი? იცით მისი ტელეფონის ნომერი? უნდა იცოდეთ! მეორე სლოგანია არის ის, რომ მნიშვნელოვანია სამ დიდ ქალაქში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, პირბადის ტარება ღია სივრცეებშიც, რადგან ინფექცია ამ სამ რეგიონში ცირგკულირებს და პირბადის დამცველობითი ფუნქცია არის დიდი. მივეჩვიოთ ცხოვრებას პირბადით”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

magti 5g