LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა ვთქვათ თუ არა უარი შაქარზე

26
შაქარი

მეცნიერები ცდილობენ არარაფინირებული შაქრის სასარგებლო თვისებები დაამტკიცონ, მაგრამ უკვე მრავალმა ვარსკვლავმა თქვა უარი მის მიღებაზე. ზოგიერთი კი მხოლოდ ნატურალურ შაქარს და ისიც მცირე რაოდენობით მიირთმევს. რამდენიმე მსახიობმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებისთვის საიტიც კი შექმნეს, სადაც წერენ, რომ რამდენიმე წელია უარი თქვეს შაქრის მიღებაზე და ამის მიზეზსაც ამხელენ. კალორიების ერთ მესამედს შაქრისა და თეთრი ფქვილისგან ვიღებთ. ეს უკანასკნელი ისეა გაწმენდილი, რომ ორგანიზმში შაქარივით მოქმედებს. ჩვენს სხეულს არ შეუძლია ამდენი დატვირთვის ატანა. თავიდან შაქარი თითქოს განწყობას გვიუმჯობესებს, მაგრამ მერე ვეღარ ვაკონტროლებთ მის დოზას და ყოველდღიურად სულ უფრო მეტ და მეტ შაქარს მოვიხმართ. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ შაქარი ნარკოტიკია, რომელიც ჩვენს განწყობაზე მოქმედებს.

მეთიუ მაკკონახმა კვების ის სისტემა აირჩია, რომელიც ჩვენს წინაპრებს შაქრის აღმოჩენამდე ჰქონდათ. მსახიობმა დაამტკიცა, რომ თუ ჯანმრთელი და მოხდენილი სხეულის შენარჩუნება გსურთ, უარი უნდა თქვათ გადამუშავებულ, შაქრითა და გლუტეინით გამდიდრებულ  საკვებზე. მის აზრს არ იზიარებს მისი კოლეგა ჩენინგ ტატუმი, რომელიც ამბობს: „ჩემთვის შაქარზე დიდი სიამოვნება არ არსებობს“.

ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად კიდევ ერთმა ვარსკვლავმა, მაილი საირუსმა განაცხადა შაქარზე უარი. ცოტა ხნით უარი თქვით შაქრის შემცველ პროდუქტებზე. თავიდან გაგიჭირდებათ, მაგრამ ცოტა ხანში საკუთარ თავში სასიამოვნო ცვლილებებს აღმოაჩენთ – გაგიუმჯობესდებათ კანის მდგომარეობა, ორგანიზმი გაგიახალგაზრდავდებათ და აღარ მოგინდებათ მავნე თვისებებთან დაბრუნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები