LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უნდოდა ექიმი გამხდარიყო, დღეს მთელი მარნეული გლოვობს“ – რას წერს ჯეიჰუნ მუჰამედალი მარნეულში დაღუპულ 17 წლის გოგონაზე

965
Untitled design (1)

23 ნოემბერს მარნეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის გოგონა ემსხვერპლა. 

მოზარდის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი და წერს, რომ გოგონა მის მეგობართან მიდიოდა, სადაც ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებოდა:

„დღეს მარნეულში, 17 წლის მოზარდი რომელიღაც უპასუხისმგებლო მძღოლის მსხვერპლი გახდა და დაიღუპა. არადა, დღე ჩემს მეგობართან მიდიოდა ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად, თუმცა ვერ მიაღწია. მას უნდოდა ექიმი გამხდარი იყო მაგრამ… დღეს მთელი მარნეული გლოვობს.

ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს? ოჯახს და ამ გოგოს მასწავლებელს Elvir Hasanoğlu-ს ვუსამძიმრებ.

დღეს მათ ყველაზე მეტად სტკივათ..

საჭესთან მჯდომმა ადამიანებმა უნდა იფიქრონ გადაჭარბებულმა სიჩქარემ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს. სხვანაირად ეს უბედურება არ დამთავრდება“, – წერს ჯეიჰუნ მუჰამედალი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g