LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნგრეთი მზადაა, რუსული გაზი რუბლში იყიდოს

92
1558685747-გაზის-იმპორტი

უნგრეთი მზადაა, რუსული გაზი რუბლში იყიდოს. Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ოთხშაბათს განაცხადა.

მსგავსი გადაწყვეტილებით ბუდაპეშტი, ფაქტობრივად, ღიად ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყნის პოზიციას, რომელთაც უარი თქვეს ვლადიმერ პუტინის ულტიმატუმზე რუბლში გადახდასთან დაკავშირებით. ამავე საკითხზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიჯარტომ ადრე თქვა, რომ ევროკავშირის ხელისუფლებას „არავითარი როლი“ არ აქვს რუსეთთან გაზის მიწოდების შეთანხმებაში, რომელიც ეფუძნება ორმხრივ კონტრაქტს უნგრეთის სახელმწიფო კომპანია MVM-ისა და გაზპრომს შორის.

შეგახსენებთ, 23 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ არამეგობრულ ქვეყნებში გაზი რუბლებში გაიყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g