LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნგრეთში უფასო სანაპიროების რაოდენობა სულ უფრო მცირდება

41

უნგრეთში უფასო სანაპიროების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდება. ყველაზე ცუდი სიტუაცია კი პოპულარულ ტურისტული დანიშნულების – ბალატონის ტბის სიახლოვესაა. კარგად მოწყობილი პლაჟებიდან უფასოდ დასვენება მხოლოდ 20 დასახლებულ პუნქტშია შესაძლებელი და ესეც დროებით.

ბუნებრივია, შექმნილი ვითარება ადგილობრივებს ძალიან აწუხებთ და მათ მთავრობას უფასო სანაპიროების შენარჩუნების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს. მთავრობის განცხადებით კი ინფრასტრუქტურის მოვლა და სისუფთავის დაცვა სახსრების სიმცირის გამო ძალიან რთულია, ამიტომ დამსვენებლებს გარკვეული თანხის გადახდა მაინც მოუწევთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები