LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

UNICEF – მხოლოდ აპრილში უკრაინაში 100-მდე ბავშვი მოკლეს, ფაქტობრივი ციფრები შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს

82
უნისეფიი

UNICEF-ი ადასტურებს, რომ მხოლოდ აპრილში, უკრაინაში, 100-მდე ბავშვია მოკლული, თუმცა ფაქტობრივი ციფრები შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს, ვინაიდან, კონფლიქტმა ბავშვთა დაცვის სფეროში კრიზისი გამოიწვია.

„მხოლოდ გასული თვის განმავლობაში გაერომ დაადასტურა, რომ დაახლოებით, 100 ბავშვია მოკლული და ჩვენ მივიჩნევთ, რომ ფაქტობრივი ციფრები, შესაძლოა, უფრო მეტად მაღალია“, – განაცხადა „უნისეფის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ომარ აბდიმ.

თავისი გამოსვლის დროს მან ასევე აღნიშნა, რომ კიდევ უფრო მეტი ბავშვი დაიჭრა და დაირღვა მათი უფლებები. აბდის განცხადებით, თავდასხმა ხდება განათლებაზეც, სკოლებს სამხედრო მიზნებისთვის იყენებენ.

„გასული კვირის მონაცემებით, სულ მცირე, 15 სკოლა 89-დან – ანუ ყოველი მეექვსე სკოლა, რომლებიც მხარდაჭერილია „უნისეფის“ მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში, დაზიანდა ან დაინგრა ომის დაწყების დროიდან“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ასობით სკოლა მთელ ქვეყანაში დაზარალდა მძიმე არტილერიის, ავიადარტყმებისა და სხვა იარაღიდან განხორციელებული აფეთქებების შედეგად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g