უნიკალური Ferrari, რომელიც უკანასკნელი 40 წელი ფარეხში იდგა, 2 მილიონ ევროდ იყიდება. სპორტქარი Ferrari 365 GTB/4 Daytone Berlinetta Alloy by Scaglietti, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ყავს – sotheby’s აუქციონზე გამოიფინება და მუხედავად საკმაოდ მძიმე მდგომარეობისა, მისი საწყისი ღირებულება მაინც 1,7 მილიონი ევრო იქნება.
კომპანია Ferrari-მ 1969 წლიდან 1973 წლამდე მოდელ GTB/4-ის 1200-მდე ეგზემპლარი შექმნა და ჩვეულებრივ გზებზე სამოძრაოდ განკუთვნილი მხოლოდ ერთი იყო. გასაყიდად სწორედ აღნიშნული ავტომობილია გამოტანილი. საინტერესოა, რომ „დაიტონი“ 1969 წელს შეიქმნა და ის ენცო ფერარის უახლოეს მეგობარს, ბოლონიელ დილერს გაუგზავნეს. 1970 წელს სპორტქარმა მფლობელი გამოიცვალა, ერთი თვის შემდეგ კი ის ისევ გაყიდეს. ავტომობილის მოგზაურობა 1980 წლამდე გაგრძელდა, ანუ მანამდე სანამ მას ბოლო მეპატრონე შეიძენდა და 40 წლით ფარეხში გამოკეტავდა.