აუქციონის სახლმა Gooding & Company გასაყიდად Lamborghini Countach LP400 გამოიტანა. 158 ეგზემპლარიდან ერთ–ერთი 1 100 000 დოლარად შეაფასეს.
Lamborghini Countach LP400–ის პრემიერა ჟენევის ავტოსალონზე 1971 წელს შედგა. მრავალკუთხა მოდელი იტალიური მარკის სხვა სუპერქარებისგან უჩვეულო დიზაინით გამოირჩევა. უნიკალური ვიზუალის შემქმნელი დიზაინერი მარჩელო განდინი იყო და ის თვლიდა, რომ მსგავსი ფორმა სუპერქარების მომავალს ასახავდა.
გასაყიდად გამოტანილი ეგზემპლარი კონვეიერიდან 1975 წელს ჩამოვიდა. იტალიურმა ბრენდმა მთლიანობაში 158 უნიკალური Countach გამოუშვა. სუპერქარმა ცისფერი ფერი მიიღო და საუდის არაბეთში მცხოვრებ კოლექციონერთან გაიგზავნა. რამდენიმე წლის შემდეგ მოდელი აშშ–ში გაიყიდა და ბოლოს კი ევროპაში აღმოჩნდა. თუ რამდენი კილომეტრის გავლა მოასწრო ლეგენდამ ამ 45 წლის განმავლობაში – უცნობია.
Lamborghini Countach Periscopica მოძრაობაში V12 3.0.9 ძრავს მოყავს და მას 370 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი ხუთ–საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს და მაქსიმალური სიჩქარე 316 კმ/სთ–ია.