LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკოინი – პირველი მულტისავალუტო კრიპტო საფულე საქართველოში

347

საქართველოში პირველად, კომპანია ”UniPAY”-ს ბაზაზე მულტი კრიპტოვალუტის ელექტრონული საფულე შეიქმნა, რომლის საშუალებითაც  ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ შეინახონ, მიიღონ ან გააგზავნონ ”ბიტკოინი” „ლაითკოინი“ და „დოჯკოინი“.

”ბიტკოინი” არის ციფრული, დეცენტრალიზირებული ვალუტის სახეობა, რომელიც ელექტრონულად იქმნება და ინახება. ”ბიტკოინი” იწარმოება/იქმნება ციფრულად, რომელსაც „მაინინგი“ ქვია და იგი გულისხმობს რთული მათემატიკური ალგორითმების ამოხსნას კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, რომელიც სპეციალურ ქსელშია გაშვებული. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ჩაერთოს ამ პროცესიში და გამოიმუშაოს კრიპტოვალუტა. ერთი ”ბიტკოინი” დღესდღეობით დაახლოებით 765 ლარს უდრის.

 კობა ქურდაძე (კომპანია”UniPAY”-ს დირექტორი): ამ ეტაპზე ქართველ მომხარებელს მომსახურებისა და პროდუქციის შესაძენად ყოველთვის არ შეუძლია თავისი საერთაშორისო ბარათები გამოიყენოს, ”ბიტკოინი” დაამსხვრევს ამ წინააღმდეგობასა და ბარიერებს. ”ბიტკოინის” მთავარი აზრი არის ის, რომ დეცენტრალიზირებულია და თქვენი და ჩემი ”ბიტკოინიც” ინდივიდუალურად გვეკუთვნის ჩვენ და შეგვიძლია უბრალოდ ერთმანეთში გავცვალოთ.

ეს ინტეგრაცია მერჩანტებს, მაღაზიებს და ყველა მომხმარებელს საშუალებას მისცემს მიიღოს და გააზგავნოს ”ბიტკოინი”, ”ლაითკოინი”, ”დოჯკოინი” და ეს კრიპტოვალუტები მარტივად გარდაქმნას ეროვნულ ვალუტაში.

ამ პარტნიორობის წყალობით ”UniPAY”-ს მომხმარებელს შეუძლია მომსახურებისა და პროდუქციის შეძენა 100 000-ზე მეტი ელექტრონული კომერციის ვებ გვერდზე მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც ”ბიტკოინს” იყენებს. ”UniPAY”-ს ელექტრონული საფულის ყველა მფლობელს შეუძლია გააქტიუროს კრიპტოვალუტის ანაგრიშები. UniPAY”-ს დირექტორს იმედი აქვს რომ ბიტკოინი დაარღვევს ბარიერს უცხოელ მოხმარებელთა და ქართულ კომპანიებს შორის.

”UniPAY”- საქართველოში ანგარიშსწორების ყველაზე თანამედროვე, უსაფრთხო და მოსახერხებელი მეთოდია, რომელიც არამხოლოდ ამარტივებს მყიდველსა და გამყიდველს შორის ფინანსურ ურთიერთობას, არამედ ორივე მხარეს სთავაზობს ფულადი ოპერაციების განხორციელებისათვის უამრავ დამატებით ფუნქციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g