”უნიქარდი” მომხმარებლებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს – „მოიგე 5000 ქულა“. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, 1 თებერვლიდან სამი თვის განმავლობაში, 20, 30, 100, 250, 500 და 5000 ქულის მოგების შანსი ბარათის ყველა მფლობელს აქვს.
„აქცია ქულების დაგროვების პროცესს კიდევ უფრო სახალისოს და სარგებლიანს ხდის. ჩვენს 250 პარტნიორ კომპანიაში სულ მცირე 50 ლარზე ”უნიქარდის” გატარებისას, ბარათის მფლობელი ავტომატურად იღებს ბილეთს, რომლის გააქტიურებაც აუცილებელია ვებგვერდის, SMS-ის, სატელეფონო ცენტრის ან მომსახურების ცენტრის საშუალებით. აქციაში მონაწილეობა ბილეთის ქულებით შეძენითაც არის შესაძლებელი. 1 ბილეთი 9 ქულა ღირს და შეძენილი ბილეთი თავისთავად აქტიურია,“- განაცხადა ”უნიქარდის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ანა კოშაძემ.
მისივე ინფორმაციით, აქციის გამარჯვებულები რიგითობის მიხედვით გამოვლინდება. ყოველი მე-10 მომხმარებელი 20 ქულით დაჯილდოვდება, 50-ე 30 ქულით, მე-100 50, მე-500 250, მე-1000 500, ყოველი მე-5000 მომხმარებელი კი 5000 ქულას მიიღებს საჩუქრად.
”უნიქარდი” უნივერსალური დაგროვების ბარათია, რომელზეც ქულების დაგროვება პარტნიორ კომპანიებში მისი გატარებით ხდება. ბარათზე დაგროვებული ქულების დახარჯვა კი შესალებელია მომხმარებლის სურვილისამებრ. საჩუქრის შერჩევა და მიღება, როგორც სახლიდან გაუსვლელად ─ონლაინ კატალოგიდან www.unicard.ge, ასევე უნიქარდის მომსახურების ცენტრში ხდება.