LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უნივერსიტეტი არის ადამიანები და არა შენობა. დაუშვებელია, დღეს ნათელ მხარეს არ იდგე“ – კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ 2 ლექტორი, დავით ქაშიაშვილი და სალომე უგულავა ტოვებს

192
დავით ქაშიაშვილი და სალომე უგულავა

კავკასიის უნივერსიტეტი კიდევ 2-მა ლექტორმა, ჟურნალისტებმა – დავით ქაშიაშვილმა და სალომე უგულავამ დატოვეს. მედიის წარმომადგენლები მიზეზად უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პოზიციისა და დამოკიდებულებების მიუღებლობას ასახელებენ.

„ადმინისტრაციის პოზიციისა და გადაწყვეტილებების გამო, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ვწყვეტ“, – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი და ამბობს, აღნიშნულ უნივერისტეტის მედიასკოლაში 4 წელი ასწავლიდა:

„ბოლო 10 წელია, სხვადასხვა უნივერსიტეტში ვასწავლი, მათ შორის, 4 წელია – კავკასიის უნივერსიტეტში. მედიის სკოლის ყველა სტუდენტი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და ეროვნული ღირებულებისადმი პატივისცემით სავსე ახალგაზრდაა.

ლევან ბერძენიშვილი: „ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს“

ფილოსოფოსი ლევან ბერძენიშვილიც კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას წყვეტს. აღნიშნულის თაობაზე მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მათგან ბევრი რამ მისწავლია და ვსწავლობ ახლაც. სწორედ, მათი პატივისცემითა და სიყვარულით, მიმდინარე სემესტრს დავხურავ. ადმინისტრაციის პოზიციისა და გადაწყვეტილებების გამო, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ვწყვეტ“. – წერს დავით ქაშიაშვილი.

„ნინო ჟიჟილაშვილი მყავს უნივერსიტეტში და არა მარტო… ხომ შემეძლო ისიც გამეშვა, თუ ეგეთი დავალება მქონდა?!“ – კახა შენგელია კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის ყოფილ დეკანს, სოსო ბერიკაშვილს პასუხობს

რაც შეეხება, ასევე ჟურნალისტ სალომე უგულავას, როგორც მან ასევე სოციალურ ქსელში დაწერა, „დაუშვებელია, დღეს ნათელ მხარეს არ იდგე“.

„კავკასიის უნივერსიტეტში პატარა მივედი. ვასწავლი უკვე 6 წელზე მეტია. ყოველთვის მიმეჩქაროდა აუდიტორიაში იმიტომ, რომ საუკეთესო ბავშვები მხვდებოდნენ – სხარტები, ნათელი გონების და სწორი ღირებულებების.

უნივერსიტეტი არის ადამიანები და არა შენობა. დაუშვებელია, დღეს ნათელ მხარეს არ იდგე. ამიტომ, ვწყვეტ თანამშრომლობას.

დიდი მადლობა ნინო ჟიჟილაშვილს ამ შესაძლებლობისთვის და შექმნილი თავისუფალი გარემოსთვის. უზომოდ მწყდება გული“. – წერს სალომე უგულავა.

„კავკასიის უნივერსიტეტში ათ წელზე მეტია ვასწავლიდი, ეს სემესტრი უკანასკნელი იქნება… უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი ხდება”- ნიკო ნერგაძე

ინფორმაციისთვის, ლექტორების მიერ კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაწყვეტა, უმაღლესი სასწავლებლის პოციზია გახდა. კავკასიის უნივერსიტეტი იმ 38 სასწავლებელს შორისაა, რომელთა ადმინისტრაციებმაც განაცხადეს, რომ სტუდენტების საპროტესტო ნაბიჯს ემიჯნებიან და რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები