არიზონას შტატში ქალაქ ფლაგსტაფის უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„თავდამსხმელი დაკავებულია. სიტუაცია დასტაბილურდა. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე საფრთხე აღარ არსებობს,“ – წერენ უნივერსიტეტის „ტვიტერზე“.
სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ სროლა პარკინგის ტერიტორიაზე დაიწყო, სტუდენტების ერთ-ერთი საერთო საცხოვრებელთან ახლოს.
პოლიცია თავდასხმის მიზეზებს არკვევს. ჯერ-ჯერობით არ არსებობს ინფორმაცია, არის თუ არა გარდაცვლილი პირი უნივერსიტეტის სტუდენტი.