ხშირად ხდება, რომ შეყვარებულები ვართ ადამიანზე, რომელსაც არ სურს ჩვენთან ყოფნა, არ ვაინტერესებთ და არ ვუყვარვართ. როცა ამ მიზეზით თავს უბედურად გრძნობთ ან დეპრესიული ხდებით, ვერ ამჩნევთ, რომ თქვენს გარშემო ყოველთვის არიან მზრუნველი ადამიანები. ალბათ, ვერც იმას ხვდებით, რომ თქვენი ცხოვრების ყოველი დღე ძვირფასი საჩუქარია. ამიტომ საჭიროა იმ ადამიანებზე იზრუნოთ, ვინც არჩევანს უპირობოდ თქვენზე აკეთებს.
პირველი რჩევა – ჯერ საკუთარი თავი შეიყვარეთ
თუ ადამიანს არ უყვარს საკუთარი თავი, არ ენდობა მას და მუდმივად აქვს განცდა , რომ არაფერი გამოსდის, სასურველს ვერასდროს მიაღწევს. საკუთარი თავის სიყვარული საფუძველია იმისა, რომ გიყვარდეს სხვები და ზოგადად, თავს ვგრძნობდეთ კომფორტულად.
მოიშორეთ ტოქსიკური ადამიანები
იყავით იმ ადამიანთან, ვინსაც უყვარხართ. ვინც თქვენთან გატარებულ ყოველ წამს აფასებს, ვინც იმედით გავსებთ და გაგრძნობინებთ, რომ ცხოვრებაში რაც უნდა მოხდეს, მარტო არ დაგტოვებთ.
დააფასეთ ადამიანი, ვინც ყოველთვის მხარში დაგიდგებათ, რა დროც არ უნდა გავიდეს.
ასევე, ცალმხრივ სიყვარულთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდია იმ ადამიანთან ყოფნა, ვისგანაც მიიღებთ სითბოს და მხარდაჭერას. ეს ერთგვარი თერაპიაა იმედგაცრუების შემდგომ. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ეს ყოველივე უდიდეს შვებას მოგგვრით და თვითშეფასების დონეს აგიმაღლებთ .
ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანეთ
მოვლენებს შეხედეთ რეალისტურად. დააკვირდით იმ ადამიანის ქმედებებს, რომელიც ასე თავდავიწყებით გიყვართ. თუ ის ვერანაირ ყურადღებას ვერ გრძნობთ მისგან, რატომ უნდა დაკარგოთ დრო ფიქრითა და დარდით?! შეეშვით უიმედო ოცნებას. გაიაზრეთ და მიიღეთ ის ფაქტი, რომ მას არ სჭირდებით. თუ ადამიანს არ უყვარხართ, ნუ ეცდებით მის გამართლებას.
და ბოლოს, გახსოვდეთ სიყვარულში წარუმატებლობა ცხოვრების ნაწილია. მოუფრთხილდით იმ სიყვარულს, რომელსაც თქვენდამი განიცდიან.
ძლიერ ქალს ყალბ ურთიერთობებს მარტოობა ურჩევნია
„თუ კი ვინმე ამ დედამიწაზე იმსახურებს შენს სიყვარულსა და ერთგულებას, ეს თავად შენ ხარ.“
ბუდამ ერთხელ თქვა: „თუ კი ვინმე ამ დედამიწაზე იმსახურებს შენს სიყვარულსა და ერთგულებას, ეს თავად შენ ხარ.“
ამიტომ, იყავით მამაცი და შეწყვიტეთ ფიქრი ფუჭ ურთიერთბებზე, რომლებიც მხოლოდ განადგურებთ და დროებით თავისტკივილს წარმოადგენს.