LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უპილოტო ავტომობილებისთვის კანონი შეამსუბუქეს

88
5ca480c8ee7135a75fb98c790720a832b97b1f23

აშშ–ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალურმა სამმართველომ უპილოტო ავტომობილებისთვის ახალი კანონი შემოიღო.

ხელისუფლება საგზაო მოძრაობის წესებში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, მიზეზი კი უპილოტო სისტემებისთვის ცხოვრების გამარტივებაა. ავტონომიური მართვის ტექნოლოგიების განვითარებისთვის, მთავრობამ უსაფრთხოების სტანდარტებში გარკვეული გამონაკლისები დაუშვა. მაგალითად, სატვირთო ავტომობილებს, რომლებიც მძღოლის გარეშე გადაადგილდებიან უსაფრთხოების მკაცრი მოთხოვნების შესრულება აღარ მოუწევთ.

ეს ცვლილება არ ეხება მსუბუქ უპილოტო მოდელებს, რომლებიც მგზავრთა გადასაყვანადაა განკუთვნილი. მათთვის კვლავინდებურად გამკაცრებული წესები იმოქმედებს, რათა მგზავრთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g