LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოებას წლის ბოლომდე დავიწყებთ – თავდაცვის მინისტრი

73
Untitled design

საქართველოში უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოება მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება.

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, საფრენი აპარატების მწარმოებელ პოლონურ კომპანიასთან ფორმალური პროცესები უკვე დასრულებულია:

„პოლონურ კომპანიასთან ყველა ფორმალური პროცესი დასრულებულია. ამ კომპანიის ნაწარმი აქტიურად გამოიყენება პრაქტიკაში და ძალიან გამართლებული კერძო საწარმოა. „დელტასთან“ ერთად კერძო საწარმო კომპანია დავაფუძნეთ და წარმოებას წლის ბოლომდე დავიწყებთ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების დაწყების შესახებ უწყებაში გასულ წელს განაცხადეს.

თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, შექმნილია ერთობლივი საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უპილოტო თვითმკვლელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ქართულ-პოლონური საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით. ასევე, საწარმოს ბაზაზე შეიქმნება შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი, რომელიც თავდაცვის ძალებს მომსახურებას გაუწევს.

მომავალი წლიდან ქვეყანაში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება დაიწყება

mazda magti 5g