LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უპირველესად, სიმღერამ გადამარჩინა. ასევე ჩემი მეუღლის ზრუნვამ და თანადგომამ. და მთავარი – ეკლესიამ…“ – როგორ გაუმკლავდა დედის გარდაცვალებით გამოწვეულ უდიდეს ტკივილს თიკა მახალდიანი

276
თიკა მახალდიანი

მომღერალი თიკა მახალდიანი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს წარმატებული ოჯახური ცხოვრების მთავარი გასაღებზე და ასევე დედის გარდაცვალების სიმძიმესთან გამკლავებაზე:

„არც ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებაა მარტივი და არც შემდგომ მყუდრო ოჯახური ცხოვრების აწყობა. ბევრი სირთულეა, უამრავი საქმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა პროფესიულადაც აქტიური ხარ და დიასახლისიც კარგი უნდა იყო. მაგრამ სიყვარული, ურთიერთპატივისცემა მეუღლეებს შორის ყველაფერს ალაგებს და სწორად წარმართავს ოჯახურ ცხოვრებას. მთავარი გასაღები და ყოვლისმომცველი ბედნიერების შეგრძნება არის დეეობა, რომელიც ყველა ქალმა უნდა გამოსცადოს.

დედის დაღუპვის შემდეგ ურთულესი პერიოდი გქონდათ… როგორ გამოიარეთ ტკივილი?

უპირველესად, სიმღერამ გადამარჩინა. ასევე ჩემი მეუღლის ზრუნვამ და თანადგომამ. და მთავარი – ეკლესიამ. მუდმივად დავდიოდი ტაძარში, ვესწრებოდი წირვებს, ვიხდიდი პანაშვიდებს, ვესაუბრებოდი მოძღვარს. ეს ყველაფერი მეხმარებოდა სულიერი წონასწორობის აღდგენაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები