LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უპრეცედენტო აქცია მაღაზიათა ქსელში „დელფოსი“

230

საიუველირო მაღაზიათა ქსელში ”დელფოსი” დღეიდან უპრეცედენტო აქცია სახელწოდებით ”მთლიანად დაიბრუნე დახარჯული თანხა“ დაიწყო.

როგორც “ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დელფოსის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მარიამ ღუღუნიშვილმა განაცხადა, აქცია დღეიდან იწყება და 31 იანვრამდე ძალაშია. აქციის მიხედვით მყიდველი მთლიანად დაიბრუნებს საიუველირო ნაწარმში გადახდილ თანხას.

უმაღლესი ხარისხი, დახვეწილი გემოვნება, მუდმივი ინოვაცია  – იტალიური ვერცხლის, ოქროსა და ბიჟუტერიის სამკაულების  მაღაზიათა ქსელის  „დელფოსი“ მთავარი პრიორიტეტია. “დელფოსი“მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია თბილისში.

„დელფოსის“ პირველი ფილიალი 2008 წელს გაიხსნა, თუმცა დღეს  ამ ბრენდის მაღაზიათა ქსელს თითქმის მთელი ქვეყნის  მასშტაბით შეხვდებით. მხოლოდ თბილისში„დელფოსის“ 11 მაღაზია ფუნქციონირებს. „დელფოსის“ შვილობილ კომპანიას წარმოადგენს „კარლა ბისი.“ მაღაზიათა ქსელში ისეთი ბრენდებია წარმოდგენილი, როგორიცაა: ”So Chic”, ”Assos”, ”Massilver”, ”Caravagio.”

დელფოსის” ქსელში კოლექციები ყოველ 2 კვირაში ერთხელ ახლდება. ასორტიმენტში როგორც ქალის, ასევე მამაკაცისა და ბავშვის სამკაულების ხაზიცაა წარმოდგენილი. „დელფოსის” პროდუქცია ნებისმიერი ასაკისა და შემოსავლის მქონე მომხმარებელზეა გათვლილი.

image description

delfos (10) (1)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები