LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უქმე დღეებში, ეკონომიკის სექტორის სტრატეგიული მნიშვნელობის სამსახურები იმუშავებს

78
kalendari

უქმე დღეებში მუშაობას ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული სტრატეგიული მნიშვნელობის სამსახურები გააგრძელებენ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, უქმე დღეების გამოცხადებამდე დეტალები კიდევ დაზუსტდება და შესაძლოა, დამატებითი განმარტებებიც გაკეთდეს.

,,ჩვენ ვაზუსტებთ იმ სეგმენტებს, რომლებიც აუცილებლად გააგრძელებენ მუშაობას, ეს გახლავთ ჯანდაცვაში გარკვეული სტრატეგიული მნიშვნელობის სამსახურები, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორში და ეკონომიკის სამინისტროს მიერ არის გადმოცემული სტრატეგიული ობიექტების სია. იგივე სია მოქმედებდა გასული რამდენიმე თვის წინ გამოცხადებული უქმეების პერიოდშიც. ეს არის სტრატეგიული მნიშნველობის ობიექტები, რომლებიც აუცილებლად გააგრძელებენ მუშაობას, დანარჩენს შეეხება უქმე დღეები, როგორც აქამდე იყო“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად გამოცხადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g