ორდღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა ურეკში დაკარგული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.
ინფორმაცია “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. მათი ცნობით, ცხედარი ზღვაში გუშინ გვიან ღამით იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს ორი ახალგაზრდა კაცი წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. ერთის გამოყვანა მაშველებმა შეძლეს, მეორე კი წყალში გაუჩინარდა.
სამძებრო სამუშაოებში 17 მაშველი, 4 მყვინთავი, 6 მცურავი საშუალება და დრონი იყო ჩართული.