LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურეკში ძლიერი წვიმის შედეგად პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა დაიტბორა

123
ურეკის პოლიცია

ურეკში ძლიერი წვიმის შედეგად ურეკის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა დაიტბორა. სამართალდამცველები შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარე პერიმეტრზე იმყოფებიან და სამმართველოში შესვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

წვიმამ პრობლემები შეუქმნა ოზურგეთის მოსახლეობასაც. ადგილობრივების თქმით, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე, დაიტბორა ეზოები, განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები.

მათი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი უწყებებიდან ჯერ არავინ გამოჩენილა.

magti 5g