ურეკში, უკვე მეორე დღეა ზღვაში 22 წლის ბიჭს ეძებენ.
როგორც ცნობილია, 2 ახალგაზრდა ზღვაში შევიდა და შტორმის გამო უკან გამოსვლა ვერ მოახერხა. მაშველებმა 17 წლის პირის გამოყვანა შეძლეს, 22 წლის ბიჭს კი ამ დრომდე ეძებენ.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდები მაშველების მითითებას არ დაემორჩილნენ და შტორმის მიუხედავად, ზღვაში მაინც შევიდნენ.
როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, „საძიებო სამუშაოებში ჩართულია 17 მაშველი, ოთხი მყვინთავი, ექვსი მცურავი საშუალება, მათ შორის ერთი ექოლოტი, რომლიც ახდენს ფსკერის სკანირებას და ასევე დრონი.”