LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურსულა ფონ დერ ლაიენი: გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ – მოდით, ერთად დავწეროთ ისტორია

131
ურსულა ფონ დერ ლაიენი

გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ – მოდით, ერთად დავწეროთ ისტორია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სლოვენიაში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა, რომ ჩვენი მუშაობა (გაფართოების შესახებ) კიდევ უფრო დაჩქარდეს. კომისიის მომავალ შემადგენლობაში გაფართოება მუდმივ სამუშაოდ უნდა იქცეს, რათა მას სრული ყურადღება მიექცეს. სწორედ ამიტომ, გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ. მოდით, ერთად დავწეროთ ისტორია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი „დემოკრატიების საზოგადოებაა“ და შესაბამისად, ქვეყნებს, რომლებიც გაწევრიანებას ცდილობენ, საჭირო რეფორმების გატარება მოუწევთ.

„ჩვენ ძლიერი, კონკურენტუნარიანი და უსაფრთხო ევროპისკენ ვისწრაფვით, რომელიც დასავლეთ ბალკანეთს მოიცავს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას და ყველას, რომელთა ევროპული მისწრაფებებიც მათ ქმედებებს შეესაბამება“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g