ვინ შეიძლება შექმნას ყველაზე კრეატიული საშობაო რეკლამა თუ არა ზუსტად იმ კომპანიამ, რომელიც ცნობილი ბრენდების დაკვეთით, თავად ქმნის და სისრულეში მოჰყავს კრეატიული სარეკლამო იდეები. სწორედ ასეთი კომპანიაა „კრეაპილსი“, რომელიც რეკლამების შექმნითაა ცნობილი, მათ შორის სოციალურ მედიაში.
ამჯერად „კრეაპილსმა“ ახალი საშობაო რეკლამის კონცეფცია შემოგვთავაზა, რომელიც ნახვისას, ყველას ცრემლი მოგადგებათ თვალზე. ეს გახლავთ რეკლამა, რომელიც აღადგენს რწმენას ადამიანებში და ურთიერთობის აუცილებლობას გვასწავლის.
სიუჟეტის ცენტრში ორი პატარა გოგონაა, ისინი ერთმანეთს სიმბოლური შუშის მიღმა ეკონტაქტებიან. ცივა, გარეთ თოვს და ყინავს, მაგრამ გოგონები ყოველთვის პოულობენ გზას, ერთმანეთთან სათამაშოდ. ერთადერთი, რაც მათ აბრკოლებს, დიდი შუშის კედელია, რომელიც მათ ცოცხალი კომუნიკაციის უფლებას ართმევს. რეკლამის ბოლოს ჩვენ ვხედავთ ერთმანეთისთვის სასაჩუქრე ყუთში გამზადებულ საჩუქრებს. ეს არის ქვები, რომლებიც გოგონებმა ეს დამაბრკოლებელი კედელი უნდა დაამსხვრიონ: „ურთიერთობა იწყება მაშინ, როცა ბარიერები იმსხვრევა“ , გვეუბნება რეკლამის სლოგანი.
„მორჩი წუწუნს, შექმენი დღესასწაული თავად” – „მარკს & სპენსერის“ საშობაო რეკლამა პესიმისტებისთვის
Les connexions commencent lorsque les barrières tombentQuand la publicité redonne foi en l’humanité 🙏
Posted by Creapills on Thursday, November 7, 2024