LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსაფრთხო გზების მაჩვენებლით ევროკავშირი მსოფლიოში ისევ ლიდერობს

49
shutterstock-1721672647-800x450

2020 წელს ევროკავშირის გზებზე მსხვერპლით დასრულებული ავარიების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 17%–ით შემცირდა. რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონი გზებზე უსაფრთხოების მაჩვენებლით მსოფლიოში ლიდერია.

ევროკომისიის მონაცემების მიხედვით, ავარიების რაოდენობა ყველაზე მეტად, დაახლოებით 20%–ით შემცირდა – ბელგიაში, ბულგარეთში, დანიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ხორვატიაში, იტალიაში, უნგრეთში, მალტასა და სლოვენიაში.

ამასთან, ყველაზე უსაფრთხო გზების მქონე ევროპულ ქვეყნებად კვლავინდებურად შვედეთი (მილიონ ადამიანზე 18 მსხვერპლი), მალტა (21) და დანია (27) სახელდება.

გასულ ათწლეულში ავტოსაგზაო შემთხვევბის რაოდენობა მთელს ევროკავშირში 36%–ით შემცირდა, არადა გეგმის მიხედვით კლება 50%–იანი უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, მილიონ მაცხოვრებელზე 42 მსხვერპლი ევროპას მაინც ყველაზე უსაფრთხო რეგიონად აქცევს, რადგან მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 180 დაღუპულზე მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g