USAID-ის მხარდაჭერით, 1 დეკემბერს, სასტუმროში Radisson RED Tbilisi, სადღესასწაულო ბაზრობა გაიმართება.
გამოფენაზე 120 მეწარმე ქალის მიერ წარმოებული პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.
USAID-ის სადღესასწაულო ბაზრობა ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია. ბიზნესის დაფინანსებით, უნარების გაუმჯობესების ტრენინგებით, ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისთვის საჭირო ხელშეწყობით პროგრამამ „USAID YES-Georgia ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა“ საქართველოში 2600 ქალს მისცა საკუთარი იდეების განხორციელების საშუალება.