LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უსასრულო გამარჯვებებს გისურვებთ ქვეყნისა და ერის საამაყო შვილებო, ბრავო თქვენს შემართებას“ – როგორ გულშემატკივრობდა მერაბ დვალიშვილი ალექსანდრე თოფურიას, რა კადრებს გვიზიარებს ქართველი ჩემპიონი

150
მერაბ დვალიშვილი, ალექსანდრე თოფურია

ქართველმა ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში პირველი ბრძოლა ჩაატარა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ავსტრალიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა.

29 წლის თოფურიამ მეტოქეს სამივე რაუნდი მოუგო.

UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში ილია თოფურიას უფროსმა ძმამ პირველი გამარჯვება ჩაიწერა.

ალექსანდრე თოფურიას ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი გულშემატკივრობდა, კადრებს მერაბი სოციალურ ქსელში გვიზიარებს.

„უსასრულო გამარჯვებებს გისურვებთ ქვეყნისა და ერის საამაყო შვილებო, ბრავო თქვენს შემართებას…

მერაბ შენ ხარ საქართველოს გული და ფილტვები, არ ვიცი ბევრი გვყოლია ოდითგანვე ჩემპიონები და გვეყოლებიან კიდეც მაგრამ შენნაირი ჩემპიონები ცოტა არ იყოს ძალიან იშვიათია…

მე პირადად მერაბზე სულიერად ძლიერ ჩემპიონს არ ვიცნობ…“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

Posted by Merab "The Machine" Dvalishvili on შაბათი, 08 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g