მარიამ შარმანაშვილი, რომელიც ფართო აუდიტორიამ ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის, სოფი ლორენის სარძლოს სტატუსით გაიცნო, YouTube გადაცემაში, „შენი ამბავი თაიასთან” კიდევ ერთხელ იხსენებს საკუთარ თავგადასავალსა და ზღაპრულ ამბავს, რომელიც მცირე ხნის წინ, მისი და სოფი ლორენის შვილის, კარლო პონტის ქორწილით დაგვირგვინდა.
„ცერემონიის შემდეგ ჯერ ვესტუმრეთ ქალბატონ სოფიას სახლში და იქ გვქონდა საზეიმო ალაფურშეტი და ფოტოსესია, საღამოს კი გადავინაცვლეთ იტალიურ რესტორანში…“ – მარიამ შარმანაშვილისა და კარლო პონტის ხელის მოწერის დეტალები და წყვილის ერთობლივი გეგმები
მე და კარლო ისევ ვიმოგზაურებთ ხოლმე, რადგან ძალიან გვიყვარს მოგზაურობა.
„მახსოვს, პირველი მესიჯის დროს მქონდა განცდა, რომ ეს მესიჯი შეცვლის ჩემს ცხოვრებას, ეს ფოტოები რომ არ ყოფილიყო, ჩემი და კარლოს გზები ვერ გადაეკვეთებოდა ვერანაირად… მართლა კინოს სცენარია გულში ჩამიხუტა და მითხრა – „ახლა კიდევ უფრო მეტად ვხვდები რა მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ჩემთვის“ მაშინ იყო ჩამოსული ქალბატონი სოფი, რა თქმა უნდა ბევრი კარგი ახსოვს საქართველოზე…
ძალიან ბევრი ითქვა ქალბატონ სოფიაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ უსაზღვროდ მოსიყვარულე და უშუალო ადამიანია. პირველი შეხვედრა ჟენევაში, ჩემს შვილთან ერთად შედგა, ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის, პირველივე შეხვედრაზე არანაირი დისტანცია… მკითხა საქართველოზე, დემეტრეს ესაუბრა ბევრი, დემეტრემ პირველივე ვიზიტის დროს მოინადირა მისი გული, ყოველთვის აღნიშნავს დემეტრეზე, რომ ძალიან სიმპათიური ბიჭიაო… სხვათა შორის, ერთი მნიშვნელოვანი მომენტი გვქონდა – იქ არის ბევრი ჯილდო [სოფი ლორენის], დემეტრეს ძალიან უნდოდა „ოსკარი“ აეღო, მისცა უფლება და მაშინ უთხრა მნიშვნელოვანი ფრაზა ჩემთვის – „ვინ იცის, შენ ერთ დღეს ასეთი ჯილდო აიღოო, რაღაცნაირად სტიმული მომცა… “, – ამბობს გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან” მარიამ შარმანაშვილი.
იხილეთ გადაცემა სრულად
