ორშაბათს ჯეი დი ვანსი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით დელიში ჩაფრინდა. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა პირველი ვიზიტი აკშარდჰამის ტაძარში გამართა. ამ ვიზიტისთვის ჯეი დი ვანსის მეუღლე უშა, ეტიკეტის სრული დაცვით, წითელი ფერის სამოსში იყო გამოწყობილი. მან კაბა აზიური მოტივებით შეარჩია, მისი ავტორი ინდოელი დიზაინერი Saloni Lodha გახლავთ.
როგორც კაბის აღწერაშია ნათქვამი, ის შთაგონებულია აზიური ელემენტებით, კაბას აქვს უჩვეულო საყელო, მინიმალური დეტალები და სადა სილუეტი. ანსამბლს უშა ვანსმა ოქროსფერი სანდლები და თეთრი პიჯაკი შეუხამა. რაც ეხება თავად ჯეი დი ვანსს, მას თეთრი პერანგი კლასიკურ პიჯაკსა და შარვალთან ჰქონდა შეხამებული. მეუღლეებს ვიზიტისას ტრადიციული ინდური ყვავილები დაახვედრეს.
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე საყვარელი ბრენდის ნაცრისფერ პალტოში გამოჩნდა


