LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უშბაზე მთის გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა: „დავკარგეთ არამხოლოდ მეგობარი, არამედ ადამიანი, რომლის სიმამაცე, სითბო და ძალა ყველასთვის შთაგონება იყო. მთები იყო შენი ეშხი და შენი სული, და სწორედ იქ დაგვტოვე შენს საყვარელ სივრცეში“

1013
ნიკოლოზ ფალიანი

IFMGA-IS მთის გიდი მესტიიდან – ნიკოლოზ ფალიანი, რომელიც 10 წელზე მეტი ექსპედიციებს თოვლზე, ყინულსა და კლდეებზე ხელმძღვანელობდა, უშბაზე დაიღუპა.

სამწუხარო ინფორმაციას გიდის შესახებ, ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ:

„ნიკო, როგორ დავიჯერო რომ ვეღარ გნახავ! სად არის სამართალი!

სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად, რასაც ახლა ვგრძნობთ შენი მეგობრები. დავკარგეთ არამხოლოდ მეგობარი, არამედ ადამიანი, რომლის სიმამაცე, სითბო და ძალა ყველასთვის შთაგონება იყო. მთები იყო შენი ეშხი და შენი სული, და სწორედ იქ დაგვტოვე – შენს საყვარელ სივრცეში.

შენთან ერთად ყოფნა ყოველთვის სიხარულით და თავგადასავლით იყო სავსე. შენი ღიმილი, დაუღალავი სული და დაუვიწყარი მოგონებები სამუდამოდ დარჩება ჩვენთან.

მთავარია, რომ გახსოვდეს – შენ ჩვენთან ხარ. ყველგან, სადაც ვუყურებთ ცას, მთებს, ვგრძნობთ ქარს… იქ ხარ შენ. მშვიდად დაისვენე, ძვირფასო მეგობარო.“ – წერს სოციალურ ქსელში ელისო მარგიანი.

ნიკო, როგორ დავიჯერო რომ ვეღარ გნახავ! სად არის სამართალი! სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად, რასაც ახლა…

Posted by Eliso Margiani on Thursday 22 May 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g