LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი სიმაღლიდან გადავარდა“ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უშბაზე მთამსვლელის, ნიკოლოზ ფალიანის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს

160
ნიკოლოზ ფალიანი

მწვერვალ უშბაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რა დროსაც მთამსვლელი და სამთო გიდი, ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

უშბაზე მთის გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა: „დავკარგეთ არამხოლოდ მეგობარი, არამედ ადამიანი, რომლის სიმამაცე, სითბო და ძალა ყველასთვის შთაგონება იყო. მთები იყო შენი ეშხი და შენი სული, და სწორედ იქ დაგვტოვე შენს საყვარელ სივრცეში“

უწყების ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შესული ინფორმაციის საფუძველზე, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი სიმაღლიდან გადავარდა.

„უმოკლეს დროში, მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა ძებნა-შველის ღონისძიების დაგეგმვა და თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად.

მეხანძრე-მაშველების მიერ, 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მოხდა 3 პიროვნების უვნებლად აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა.

გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ჩასვენებულია მესტიაში“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მწვერვალებზე შეყვარებული ნიკო ფალიანი აღარ ჰყავს სვანეთს… უშბიდან ამომავალი მზე, უკვე მეორედ ჩამიქრა“ – უშბაზე ექსპედიციის დროს დაღუპულ მთამსვლელსა და სამთო გიდს, ნიკოლოზ ფალიანს ემშვიდობებიან

შეგახსენებთ, ალპინისტი და სამთო გიდი, 29 წლის ნიკოლოზ ფალიანი უშბაზე ექსპედიციის დროს, დღეს დაიღუპა. ცნობილი გიდი კლდეებზე ექსპედიციებს 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა…

Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on ხუთშაბათი, 22 მაისი, 2025
magti 5g