სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უშგულში მდებარე „კაფე-ბარი ენგური“ დაიწვა. ფოტოებს და ვიდეოს ადგილიდან მინდია ჩარქსელიანი გვიზიარებს და იმედოვნებს, რომ კარგი ადამიანების თანადგომით „კაფე-ბარ ენგურის“ გუნდი კვლავ შეძლებს საქმიანობის განახლებას.
„გვიან ღამით, უშგულში, Ushguli • Cafe-Bar Enguri დაიწვა 😔
კარგი ადამიანების ბევრი წლის შრომა და თავდადება ცეცხლმა დაფერფლა.
რამდენიმე წუთში ყველაფერი განადგურდა და ვერაფრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მხოლოდ რამდენიმე ბოძი და კვამლის სვეტი დგას ყველასთვის საყვარელი კაფე ენგურის ადგილას 😔
მჯერა, კარგი ადამიანების თანადგომით, ენგურის გუნდი შეძლებს და უშგულის ეს პოპულარული ადგილი ისევ განაახლებს საქმიანობას! დახმარების მსურველებისთვის დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.