LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უშუქობა მეტროში, გვირაბებში გაჩერებული მატარებელი და არნახული რაოდენობის მგზავრი (ფოტოკოლაჟი)

6542
tbilisi-metro

ნანა ბეგალიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ მეტროში შუქი არ არის და ხალხის გაზრდილ ნაკადს, რომელსაც მეტრო ვეღარ იტევს, უშუქობის პრობლემაც ემატება.

„უშუქობა დიდუბის #მეტროში (((

საჯარო ტრანსპორტით იარეთო?

ბავშვი კი არა, საღამოს 7-ზე მე მეშინია გადაადგილება (((“.

მეორე ფოტოზე, რომელსაც ნანა ავრცელებს, წერს, რომ მატარებელი გვირაბებში აჩერებს და მიზეზს კითხულობს: „მეტრო ერთი სადგურიდან მეორემდე მისვლისას გვირაბებში რომ აჩერებს, ეგ რისი ბრალია, გაუმართაობის თუ უშუქობის, ვინმემ იცით? ((((“

გუშინვე სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ფოტო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ მგზავრთა ნაკადმა მეტროსადგურებში არნახულ მასშტაბებს მიაღწია. ფოტოს ავტორი მაიკო წოწკოლაური გახლავთ და მას უკომენტაროდ ავრცელებს.

სოცქსელებში წერენ, რომ მგზავრთა გადაადგილებას მეტროში პატრული არეგულირებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g