ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ქართულ საზოგადოებაში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ სტიგმას – უშვილო და გაუთხოვარი ქალის თემას შეეხო.
მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში საზოგადოება ქალის პირად არჩევანს განაჩენივით აფასებს.
„უშვილო ქალი, განსაკუთრებით გაუთხოვარი, საქართველოში არის სტიგმა. ის, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ყოველთვის არის ჩვენი არჩევანი. ვიღაცეები მეტყვიან — ცხოვრებამ არ გაუმართლა. ბედისწერის არ მჯერა, ღვთის განგებულების მჯერა, მაგრამ ეს არ არის ბედისწერა,“ – აცხადებს ფსიქოლოგი.
მისი თქმით, ქალებს ხშირად აქვთ შესაძლებლობა მიიღონ საკუთარი ცხოვრების განსაზღვრელი გადაწყვეტილებები, თუმცა ზოგჯერ ამისგან თავს იკავებენ.
„ის რაც ჩვენ ცხოვრებაში ხდება, ყოველთვის არის ჩვენი არჩევანი. თქვენ შეგეძლოთ ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ არ მიიღეთ გადაწყვეტილება“ – ამბობს ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე.
