LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსიმპტომო პაციენტები შესაძლოა იყვნენ გამავრცელებლები, მაგრამ არა ისე ძალიან, როგორც სიმპტომიანები – პაატა იმნაძე

173
201705040911431104259372-photo

„უსიმპტომო პაციენტები შესაძლოა იყვნენ გამავრცელებლები, მაგრამ არა ისე ძალიან, როგორც სიმპტომიანები“,-ამის შესახებ დაავადებათა კონრტოლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, ადამიანი გაცილებით უფრო გადამდებია, თუ მას სიმპტომის სახით ხველა აღენიშნება.

„უსიმპტომო პაციენტები შესაძლოა იყვნენ გამავრცელებლები, მაგრამ საბედნიეროდ ისინი არ არიან ასე ვთქვათ ძალიან გამავრცელებლები. ადამიანი გაცილებით უფრო გადამდებია თუ მას სიმპტომები, განსაკუთებით ხველა აღენიშნება“,-აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ამ ეტაპზე, საქართველოში ახალი კორონავირუსის 818 დადადსტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 686 შეადგენს. გარდაიცვალა 13 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g