LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსინათლო ამომრჩევლები ხმის მიცემას დამოუკიდებლად შეძლებენ

108
saarchevno-ubani

31 ოქტომბრის არჩევნებზე უსინათლო ამომრჩევლები საარჩევნო ბიულეტენის შესავსები განახლებული ჩარჩო/ფორმით დამოუკიდებლად შეძლებენ ხმის მიცემას.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მუშაობს, 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენის შესავსებ განახლებულ ჩარჩო/ფორმას გაეცნო.

ჩარჩო/ფორმა უსინათლო ამომრჩევლებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.

როგორც ცესკო-ში განმარტავენ, ჩარჩო/ფორმის განახლება 2020 წლის არჩევნებისთვის რეგისტრირებული სუბიექტების გაზრდილმა რიცხვმა განაპირობა.

ჩარჩო/ფორმის დამზადების ტექნიკურ საკითხებზე მუშაობა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკითხი, რომელიც აღნიშნული ფორმის შემუშავების დროს იყო აქტუალური, სამუშაო ჯგუფის ფორმატში იხილებოდა.

უსინათლო ამომრჩევლებისთვის საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) და უსინათლოთა კავშირთან თანამშრომლობით შემუშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g