LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსინათლოებისთვის პირველი ქართული iOS აპლიკაცია შეიქმნა

312

App Store-ში დღეიდან პირველი ქართული აპლიკაცია AllCooks გამოჩნდა. აპლიკაცია კომპანია iDevelopers-მა შექმნა და მისი მიზანია, უსინათლოებს ხელი შეუწყოს  გემრიელი კერძების  დამოუკიდებლად მომზადებაში.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი კობაიძემ განუცხადა, iDevelopers-ი აღნიშნულ აპლიკაციაზე 5 თვე მუშაობდა.

”მსგავსი პროექტის გაკეთების იდეა რამდენიმე თვის წინ გაჩნდა. მე და კომპანიის კიდევ ორმა დამფუძნებელმა გავიარეთ მობილური აპლიკაციის შემსწავლელი კურსები Lemondo Trainings ცენტრში. სწავლის ბოლო ეტაპზე დაგვავალეს შეგვექმნა ისეთი აპლიკაცია, რომელიც მოსახერხებელი იქნებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ამის შემდეგ, გავიარეთ კონსულტაცია უსინათლო პირებთან, მოვისმინეთ მათი სურვილები, თუ რა უნდა ყოფილიყო აპლიკაციში და შევჯერდით იმ ვერსიაზე, რომელიც დღეისათვის უკვე მოხმარებაში გაეშვა,”- აღნიშნა კობაიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის აპლიკაცია 40-ზე მეტმა ადამიანმა უკვე ჩამოწერა და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. რაც შეეხება AllCooks -ის მუშაობის პრინციპს, როგორც iDevelopers-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა განმარტა, ეს აპლიკაცია მორგებულია ნებისმიერ ადამიანზე, რომელსაც უყვარს კერძების, სასმელებისა და დესერტების მომზადება. ის მაქსიმალურად ადაპტირებულია ქართველ უსინათლო პირებზე. აპლიკაცია შექმნილია iOS-ის პლატფორმისთვის. ანუ მუშაობს Apple-ის ნებისმიერ მობილურ და პლანშეტურ მოწყობილობაზე.  ამ მოწყობილობებს აქვს  Voice Over რეჟიმი, რომლის მეშვეობითაც, უსინათლოს  მისი კომფორტულად გამოყენება შეუძლია.

”ამ ეტაპზე  AllCooks -ის  გარდა,  ვმუშაობთ კიდევ სხვა აპლიკაციებზეც და საბოლოო ჯამში, ჩვენი მომხმარებელი უფასოდ 9 აპლიკაციის ჩამოწერას შეძლებს”, – აღნიშნა გიორგი კობაიძემ.

ცნობისთვის, კომპანია iDevelopers-ი 3 თვეა შეიქმნა და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მობილური აპლიკაციების შექმნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g