LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უსინდისო, ხალხს ბინიდან ყრიდი, ახლა შეგიყვარდა ქვეყანა?” – ელისაშვილი და ხაზარაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

260
Untitled

“ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კამათი “ღამის კურიერის” ეთერში მამუკა ხაზარაძის სიტყვებმა გამოიწვია, რომლითაც მან ალეკო ელისაშვილს მიმართა: “სირცხვილი არის ის, რომ თქვენ გაიტანეთ ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამებოდა სიმართლეს”.

საპასუხოდ ელისაშვილმა ხაზარაძეს შეხვედრების დროს გამართული საუბარი გაახსენა.

“ჩვენ რამეზე შევთანხმდით?! ქურდული გარჩევა გვქონდა თუ პირადი საუბარი. ერთადერთი რასაც ვნანობ, რომ მაშინვე არ ჩავრთეთ ყველაფერი პირდაპირ ეთერში. ხალხმა უნდა იცოდეს, ხალხის ზურგს უკან რას ვლაპარაკობდით. რა არ გვილაპარაკია, იმდენი ხალხი ვიყავით და ზუსტად მასე მითხარით, მთავარი რასაც ვიძახდით, თუ ბოიკოტში ვრჩებით და ბოიკოტში ვრჩებით, რა ხდება მერე, როგორ ვამარცხებთ ივანიშვილს?! არ მითხარი, შენ შემოხვედი გვიან და გკითხე რომ ბიზნესმენი კაცი ხარ, მილიონერი, პრაგმატული, გეგმებზე ფიქრობ სულ… სიტყვა-სიტყვით არ მითხარი, ომია ძმა და მერე რა იქნებაო… არ გითხარი ნებისმიერ ომში გამოგყვებითქო”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

“თქვენ, ბატონი ალეკო, ბრძანდებით მატყუარა” – უპასუხა ხაზარაძემ, რაზეც ელისაშვილმა მას სიტყვების შერჩევისკენ მოუწოდა.

“არა­სო­დეს ქვეყ­ნის ბედი არ გა­ღელ­ვებ­და. ხალ­ხს რომ ქუ­ჩა­ში ხო­ცავ­დნენ, იდე­ქი და ხალ­ხს ბი­ნი­დან ყრი­დი. ახლა შე­გიყ­ვარ­და ქვე­ყა­ნა? სა­ნამ და­ჭე­რის პრობ­ლე­მა არ შე­გიქ­მნეს, არ გა­გახ­სენ­და ქვე­ყა­ნა.მწვა­ვე კა­მა­თის დროს პო­ლი­ტი­კო­სებ­მა ერ­თმა­ნე­თის­კენ გა­ი­წი­ეს, თუმ­ცა ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მო­ა­ხერ­ხეს.”- განაცხადა ელისაშვილმა.

ხაზარაძემ ელისაშვილს ოპოზიციურ შეხვედრებზე მისვლა აუკრძალა, რაზეც ელისაშვილმა განაცხადა, რომ მას არ შეეკითხებოდა და წარსულში, ბიზნესმენობის დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამო გააკრიტიკა.

“ცოტა ახლოს ხომ არ დაგენახო? ალეკო ვარ ელისაშვილი”— ასე უპასუხა მან ხაზარაძის მიმართვას: “დამანახეთ ეს არარაობა”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g