LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსმენდა თუ არა Iplus ქუჩის ვიდეოკამერებით გამვლელებს

404
pekinis qucha

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური iPlus-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას სწავლობს. საქმე ეხება, პეკინის ქუჩაზე მცირეწლოვან ბავშვზე ძალადობის ფაქტს, რომლის ამსახველი ვიდეოჩანაწერიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, Facebook გვერდზე გავრცელებული ვიდეოჩანაწერის საშუალებით შესაძლებელია მასზე აღბეჭდილ, მათ შორის გამვლელ, პირთა საუბრის შინაარსის მოსმენა და მათი ვინაობის იდენტიფიცირება.

“ვიდეოჩანაწერი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს. ვინაიდან პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებამ მათზე აღბეჭდილ პირებს შესაძლოა მიაყენოს როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი, კანონი ადგენს წესებსა და პრინციპებს, რომლებიც მათი შეგროვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელებისას უნდა იქნეს დაცული. კანონით დადგენილი წესების დარღვევით მონაცემთა დამუშავება იწვევს პასუხისმგებლობას.

იმის გასარკვევად, კომპანია ახორციელებს თუ არა მოქალაქეთა პირადი საუბრების შინაარსის არამართლზომიერ ჩაწერას და იცავს თუ არა ვიდეოჩანაწერების შეგროვების/გადაღების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელებისას კანონით დადგენილ წესებსა და პრინციპებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომელიც წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების კონტროლის სახელმწიფო ორგანოს, დაუყოვნებლივ დაიწყო საკითხის შესწავლა,” – აცხადებენ ინსპექტორის აპარატში.

მათივე ინფორმაციით, უწყება შეეცდება საზოგადოებას ინფორმაცია დროულად, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მიაწოდოს.

magti 5g