LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უსულო საგნების გადმოყრას ჰგავდა… ჯერ მამაკაცი გადმოვარდა, შემდეგ – ქალი, შემდეგ – პარკი ჩამოაგდეს და ბოლოს ბავშვის ვარდნა დავინახე, მათი ბინა გარედან იყო დაკეტილი“ – ახალი დეტალები ისანში მომხდარ ტრაგედიაზე

929
ტრაგედია ისანში

4 ოქტომბერს თბილისში ტრაგედია მოხდა – ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის 22-ე სართულიდან ოჯახის სამი წევრი გადმოვარდა. „არქი ისნის“ მრავალბინიან დასახლებაში, მეზობლებმა სამი ადამიანის, მათ შორის ერთი ბავშვის, ცხედრები აღმოაჩინეს.

„ბინიდან ჯერ პარკი გადმოვარდა, ტანსაცმელები იდო… წამებში გადმოვარდა ბავშვი, მერე დედა და ბოლოს მამაკაცი…“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები ისანში მომხდარ ტრაგედიაზე

„როგორც ჩემმა შვილმა მითხრა, ღამით რაღაც ყვირილის ხმა იყო, კედელზე აბრახუნებდნენო…“- რას ამბობენ ადგილობრივები ისანში წუხელ მომხდარ შემზარავ ტრაგედიაზე

პოლიციამ გარდაცვლილი კაცის ტანსაცმელში წერილი იპოვა, რომელიც რუსულ ენაზე იყო დაწერილი, შინაარსით: „ჩვენ არ ვართ მორწმუნეები და რაც დაგვემართა, ჩვენი ბრალიაო“.

„[წერილის] შინაარსი დაახლოებით ასეთი იყო – ჩვენ არ ვართ მორწმუნეები და რაც დაგვემართა, ჩვენი ბრალიაო“ – ისანში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

AMBEBI.GE-მ ექსკლუზიურად ჩაწერა ადამიანი, რომელიც ტრაგედიის ადგილზე ერთ-ერთი პირველი მივიდა:

„გვიან ვიძინებ ხოლმე და იმ ღამით, დაახლოებით 3-ის 20 წუთი იქნებოდა, აბსოლუტურ სიჩუმეში ხმაურმა მიიქცია ჩემი ყურადღება, საშინელი ხმა იყო. სამზარეულოს ფანჯარასთან მივედი, ვიფიქრე, ჩვენი კორპუსიდან სამშენებლო მასალას ხომ არ ყრიდნენ (მსგავსი რამ ხშირად ხდება), მაგრამ როდესაც ფანჯრიდან გადავიხედე, სულ სხვა სურათი დამხვდა – “არქის” კორპუსის მაღალი სართულიდან ადამიანის სილუეტის ვარდნა დავინახე, რომ დავაკვირდი, მამაკაცი იყო, ამას მოჰყვა მეორე ადამიანი (ქალი), შემდეგ პარკი დაბოლოს – ბავშვი. მეგონა, რაღაც მეჩვენებოდა, კარგად რომ გამერკვია, ოთახის ფანჯარასთან მივედი და ვხედავ, რომ მეოთხე – პატარა ბავშვი (მოზარდი) ვარდება. არანორმალური სისწრაფით ჩავედი ეზოში, მივედი ცხედრებთან, მეგონა, ცოცხლებს მივუსწრებდი.

მამაკაცს პულსი გავუსინჯე, რომელიც დანარჩენ ცხედრებთან შედარებით უკეთესად გამოიყურებოდა, ისინი ძალიან იყვნენ დაზიანებულნი, სახით ბეტონზე ეყარნენ. კაცს პულსი ჰქონდა, მეგონა მომეჩვენა, რადგან 22-ე სართულიდან გადმოვარდნილი ადამიანი როგორ შეიძლებოდა ცოცხალი ყოფილიყო. ავტეხე ისტერიული ყვირილი, ყვირილზე სამეზობლოს ქვედა სართულებიდან გამოიხედეს.

იქამდე, ვიდრე სასწრაფო და პოლიცია არ მოვიდა, ადგილიდან არ წავსულვარ, შოკში ვიყავი. ბავშვის დაზიანებები არ მინახავს, პირქვე ეგდო. მამაკაცი სასწრაფოს მოსვლამდე ცოცხალი იყო და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ვარდნის დროს ხმა არ გამიგია საერთოდ – არც კივილი, არც ღრიალი, არანაირი ხმა, რაღაც უსულო საგნების გადმოყრას ჰგავდა.

ამან დამაეჭვა, ადამიანებს ყრიდნენ, თუ ნივთებს. ეს პარკიც საეჭვოდ მომეჩვენა. თავიდან სუიციდის ვერსიას განიხილავდნენ, იმასაც, რომ ბავშვი გადმოვარდა და მშობლები გადმოჰყვნენ, მაგრამ პარკი რად უნდოდათ? თან პირველი მამაკაცი გადმოვარდა. მამაკაცის გვამი კორპუსიდან მოშორებით ეგდო… როცა სუიციდს აქვს ადგილი, ადამიანი ნივთებზე აღარ ფიქრობს. ამ ყველაფერზე დაკვირვებით გამიჩნდა ეჭვი, რომ ისინი გადმოყარეს. თავიდან სიმაღლის დადგენა გამიჭირდა, მე-20-ე სართულს ვვარაუდობდი, მაგრამ მერე 22-ე აღმოჩნდა.

როგორც გავიგე, მუხლი გადაკვალიფიცირდა მკვლელობით. პოლიცია როცა მოვიდა, გაირკვა, რომ კარი გარედან იყო დაკეტილი. ეს კორპუსი ისეა დაცული, დიდი ალბათობით, ამის გამკეთებლებს ყველაფერი დასწავლილი და წინასწარ ჰქონდათ გათვლილი. მათი ქვედა სართულის მეზობლები როცა დაჰკითხეს (ინდოელები არიან), თქვეს, რომ ჩხუბის ხმა გაიგონეს და მე ის გამიკვირდა, არავინ 112-ში რომ არ დარეკა. მერე ეს ჩხუბი ჩაწყნარებულა. სხვათა შორის, ქალს ხელებზე ჰქონდა ჭრილობები, ნაიარევები და მკერდიდან წელამდე გვერდი გამოღებული ჰქონდა, არ ვიცი, ეს ვარდნამ გამოიწვია, თუ მანამდე დააზიანეს. გამოძიებამ რუსულ ენაზე დაწერილი წერილიც აღმოაჩინა, სადაც ეწერა: ჩვენ არ ვართ მორწმუნეები და რაც დაგვემართა, ჩვენი ბრალია. ნანახით დღემდე შოკში ვარ“, – განუცხადეს AMBEBI.GE-ს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g