დღეიდან ქვეყანაში ბიოსამედიცინო კვლევის და გენური დიაგნოსტიკის ახალი მაღალტექნოლოგიური ცენტრი ამოქმედდა. ლაბორატორია „გენომიქსი“ საქართველოში და აშშ-ში მოღვაწე მეცნიერების მიერ დაარსდა. აღსანიშნავია ისიც, რომ „გენომიქსი“ შეიქმნა პროგრამა „აწარმოე საქართველო”-ს ფარგლებში.
ამ ეტაპზე, ახალი ლაბორატორია მომხმარებელს სთავაზობს SARS-CoV-2-ის რნმ–ის განსაზღვრას ცხვირ–ხახის ნაცხში PCR მეთოდით.
„ჩვენი მომსახურებით სარგებლობას მომხმარებელი შეძლებს, როგორც ადგილზე – ჩვენს ლაბორატორიაში, ისე სახლში გამოძახებით. „გენომიქსი“ გამორჩეულია იმით, რომ გვაქვს ტესტის უტყუარი შედეგები რაც მთავარია, უმოკლეს დროში. დღეისათვის, ვმუშაობთ მხოლოდ კოვიდის მიმართულებით, თუმცა 2021 წლიდან უკვე სხვა კვლევებიც დაგვემატება“, – აცხადებენ „გენომიქსში“.
მათივე ინფორმაციით, იმ კვლევების სრული სია, რომელთა გაკეთებასაც „გენომიქსში“ მომდევნო წლიდან შეძლებთ, ასეთია:
-
C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) PCR გენოტიპირება
-
ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) გენოტიპირება
-
F II პროთრომბინის გენის G20210 მუტაცია
-
FV V ფაქტორის (ლეიდენის გენის) G1691A მუტაცია
-
FV V ფაქტორის (Haplotype HR2) (H1299R) მუტაცია
-
MTHFR მეთილენტეტრაჰიდროფოლატ რედუქტაზას გენის (C677T) მუტაცია
-
MTHFR მეთილენტეტრაჰიდროფოლატ რედუქტაზას გენის (A1298C) მუტაცია
-
PAI-1 პლაზმინოგენის აქტივატორის ინჰიბიტორი
-
სარძევე ჯირკვლის კვლევა BRCA -1
-
სარძევე ჯირკვლის კვლევა BRCA -2
-
მტარებლობის გენეტიკური ტესტი (Carrier Genetic Test)
-
ERA – ენდომეტრიუმის რეცეფციის ტესტი
-
საშვილოსნოს მიკრობიომი
-
PGT-A – პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტი ანეუპლოიდიისთვის
-
PGT-M – პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტი მონოგენური დაავადებებისთვის
-
NIPT – არაინვაზიური პრენატალური ტესტი ნაკლების ნახვა
ცნობისთვის, ბიოსამედიცინო კვლევის და გენური დიაგნოსტიკის ახალი მაღალტექნოლოგიური ცენტრი „გენომიქსი“ – თბილისში, სულხან ცინცაძის 23 ნომერში მდებარეობს.