LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უტა ბერიას ფილმ ,,უარყოფითი რიცხვების” ჩვენებები გერმანიასა და სამხრეთ კორეაში გაიმართება

139
96111945-241906077032725-572544021302345728-n

უტა ბერიას სადებიუტო ნამუშევარი ,,უარყოფითი რიცხვები” განაგრძობს მოგზაურობას საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

,,უარყოფითი რიცხვები” წარდგენილია პიონჩანგის მშვიდობის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში. ფესტივალი სამხრეთ კორეაში დისტანციურად 18-23 ივნისს ჩატარდება.

,,უარყოფითი რიცხვების” გერმანული პრემიერა შედგება ვისბადენში, საერთაშორისო კინოფესტივალზე goEest. ფილმის ჩვენება ფესტივალის მთავარ კონკურსში 14 ნოემბერს გაიმართება.

,,უარყოფითი რიცხვები” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში განვითარებული მოვლენების შესახებ მოგვითხრობს, სადაც რაგბის ვარჯიშები ინიშნება და პატიმრებში როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური გამოჯანსაღება იწყება. ფილმის მთავარ გმირს, ნიკას, მოუწევს არჩევანი გააკეთოს მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის.

ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა საფრანგეთში, არასის საერთაშორისო კინოფესტივალზე. საქართველოში ფართო აუდიტორიამ იგი თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე 2019 წელს იხილა, სადაც “უარყოფით რიცხვებს” 2 ჯილდო ერგო: ჟიურის სპეციალური აღნიშვნა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრიზი „ადამიანის უფლებები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g