LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უტი… ღამეებს ველოდები, რომ სიზმარში მაინც გნახო, ჩემი სული ითვლის დღეებს არა ამ სამყაროს კალენდრით, არამედ იმ წამით, როცა ისევ გნახავ“ – რას წერს მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე

183
უტა ელიავა

14 მაისს, ღამით, თბილისში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული უტა ელიავას მეუღლე, გვანცა გოროზია სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„ტკივილი დღითი დღე იმატებს… ჯოჯოხეთია უშენობა…“ – მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე

გვანცა გოროზია მეუღლეს შემდეგი სიტყვებით მიმართავს:

„უტი… ღამეებს ველოდები, რომ სიზმარში მაინც გნახო, რადგან იქ არ არსებობს არც დრო, არც დაშორება.

ღმერთს ვესაუბრები ჩუმად, თითქოს შენთან შუამავალი იყოს და ვთხოვ, შენამდე მომიყვანოს.

ვიწამებ იმ დღით, როცა ცა გაიხსნება და შენს თვალებს ისევ შევხედავ, როგორც ოდესღაც.

და იქ, სადაც სიკვდილი არაფერს ნიშნავს, და გეტყვი: „გელოდებოდი… მთელი ჩემი სიცოცხლე“.

ჩემი სული ითვლის დღეებს არა ამ სამყაროს კალენდრით, არამედ იმ წამით, როცა ისევ გნახავ“, – წერს გვანცა ფოფხაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, უტა ელიავას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ცნობისათვის, ავტოსაგზაო შემთხვევამ სამი ადამიანი იმსხვერპლა – ავტომობილში, რომელიც მტკვარში გადავარდა, ოთხი ახალგაზრდა იმყოფებოდა. მაშველებმა ერთი მგზავრის გადარჩენა შეძლეს.

„ბავშვობის მეგობრებიდან მხოლოდ ერთი გადაურჩა სასწაულებრივად სიკვდილს“ – ვინ არის ბიჭი, რომელიც მტკვარში ავტომანქანის გადავარდნის დროს ცოცხალი ამოიყვანეს

უტი… ღამეებს ველოდები, რომ სიზმარში მაინც გნახო, რადგან იქ არ არსებობს არც დრო, არც დაშორება. ღმერთს ვესაუბრები ჩუმად,…

Posted by Gvantsa Uta on ოთხშაბათი, 13 აგვისტო, 2025

„ამ დღეს გნახე ბოლოჯერ… ერთ კვირაში უნდა ჩამოსულიყავი, დღეებს ვითვლიდი და ახლა უსასრულოდ უნდა ვითვალო დღეები, თვეები და წლები, თუ როდის შევხვდებით“ – რას წერს მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g