LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უტიფარი ხარ”, “სიმართლე მწარეა” – სიტყვიერი დაპირისპირება ღუდუშაურსა და ხაზარაძეს შორის

211
1

პარლამენტის პლენალურ სხდომაზე უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური დაპარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ხმაური გამოიწვია ღუდუშაურის სიტყვით გამოსვლამ, რომელშიც ის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, რეჟიმის უკანონო ქმედებებზე და ქონების უკანონოდ დათმობის საქმეებზე საუბრობდა.

ღუდუშაურმა მამუკა ხაზარაძეს და დეპუტატ სალომე სამადაშვილს მოუწოდა, საკუთარ თავში ძალა ეპოვათ და სესიაზე მსგავსი ფაქტები თავადაც დაედასტურებინათ.

ამ რეპლიკის საპასუხოდ, მამუკა ხაზარაძემ ღუდუშაურს “უტიფარი” უწოდა.

“ახლა უტიფრობას თავი დაანებეთ, პირდაპირ გეუბნებით, ხალხს ყველაფერი კარგად ახსოვს, უტიფარი ხართ ყველა”, – უპასუხა ღუდუშაურმა და აღნიშნა, რომ “სიმართლე მწარეა”.

მომხდარის შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g