“ბატონო ემზარ, დასახურია ეს ნანუკას შოუ. ეგ გადაცემა არათუ ოჯახებს ანგრევს, კაცებზეც ძალადობს. თქვენ ადგილას დავიწყებდი აქციებს გადაცემის დახურვის მოთხოვნით. თან, პერმანენტულს” – ასე გამოეხმაურა ნანუკა შოუს წამყვანი პატრიოტთა ალიანსის დეპუტატის, ემზარ კვიციანის დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომ “ვინც კი უყურებს რუსთავი 2-სა და ნანუკას შოუს, იმ ქალების 90 პროცენტს ოჯახები აქვთ დანგრეული”
მანამდე კი პატრიოტთა ალიანსის წევრის განაცხადებას ნანუკა ორი სიტყვით გამოეხმაურა სოციალურ ქსელში და დაწერა – “უთხარით რომ მიყვარს :დ”
https://www.facebook.com/nanuka.zhorzholiani/posts/10156914269409350
შეგახსნებეთ, აღნიშნული განცხადება კვიციანმა დამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განაცხადა, სადაც ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს VI პერიოდულ ანგარიშის პროექტს განიხილავდნენ.