LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უთოვლობის გამო ქალს შვებულება მისცეს

123
8657

ჩინეთის მკვიდრს ანაზღაურებადი შვებულება მისცეს იმის გამო, რომ მის ქალაქში თოვლი არ მოვიდა. ამის შესახებ გამოცემა South Morning Post წერს.

ქალს ძალიან გული დასწყდა, როცა ქალაქ ჰანჩჟოუში, სადაც ის ცხოვრობს, მთელი სეზონის განმავლობაში ერთხელაც არ მოთოვა. ამ მიზეზით მან დასვენება გადაწყვიტა და თავისი გადაწყვეტილება უფროსობასაც შეატყობინა. ჩინელის თქმით, კომპანია სადაც ის მუშაობს, ყველა თანამშრომელს აძლევს ე.წ. „განწყობის შვებულებას“. „ჩვენმა ბოსმა პირდაპირ გვითხრა, რომ თუკი თანამშრომელი ხასიათზე ვერაა, შეუძლია ასეთი შვებულება ნებისმიერ დროს მოითხოვოს და იმის იმედიც ჰქონდეს რომ არც პრემიას დააკლებენ და არც ხელფასს“, – დააზუსტა ქალმა.

ბუნებრივია, ჩინელმა ამ შესაძლებლობის გამოყენება გადაწყვიტა და განაცხადში მიუთითა: „თავს არც თუ ისე კარგად ვგრძნობ, რადგან ჰანჩჟოუში არ თოვს“.

ასეთმა სამუშაო პირობებმა საზოგადოებაში დიდი ინტერესი და შურიც გამოიწვია. ინტერნეტმომხმარებელთა უმრავლესობამ ჩინელის უფროსს ბრძენი ადამიანი უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები