2010 წლის 22 ივლისს მუცოს ხეობაში დატრიალებულმა უბედურმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა – „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, ხრამში გადავარდა, რასაც 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – პოეტის გელა დაიაურის მეუღლე, მუსიკოსი თეონა ქუმსიაშვილი და წყვილის ორი ვაჟი, დემეტრე და ჯარჯი, დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული ოჯახით და გელა დაიაურის ცოლის და.
ტრაგედიიდან დღეს 14 წელი გავიდა.
„საძულველი 22/07-2010… უთქვენობის 14 ტკივილიანი, სევდიანი და სიცარიელის წელიწადი…. გაცხონოთ უფალმა….“ , – წერს გელა დაიაური.
საძულველი 22/07-2010 … Უთქვენობის 14 ტკივილიანი, სევდიანი და სიცარიელის წელიწადი…. გაცხოვნოთ უფალმა….
Posted by გელა დაიაური on კვირა, 21 ივლისი, 2024
ცნობისთვის, წლების შემდეგ, გელა დაიაურის ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელთანაც პოეტმა ოჯახის შექმნა გადაწყვიტა.
გელა დაიაური დაქორწინდა – ვინ არის მისი რჩეული
გასულ წელს, გელა დაიაური და ეკა მანჩხაშვილი ბიჭის მშობლები გახდნენ.
„მამიკოს ასლი… როგორ ჰგავს დაიაურებს” – გელა დაიაური შვილის ფოტოს აქვეყნებს